პროექტი - „ძალა მანდილისა“ განხორციელდა 12/21/2022 1:16 PM

ლიცეუმში ქალთა უფლებების შესახებ პროექტი „ძალა მანდილისა“ განხორციელდა.
 
მასში მონაწილეობა სამივე კურსის კადეტებმა მიიღეს. მათ მიმოიხილეს ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში, ასევე განიხილეს გენდერული ბალანსის საკითხები და თეატრალური სცენებით გააცოცხლეს თანასწორობის იდეისთვის მებრძოლი ქართველი ქალები.
 
პროექტს ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, სასწავლო კურსის უფროსები, მასწავლებლები და კადეტები ესწრებოდნენ.
პროექტი სამი საგნის: ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებით განხორციელდა. მას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: ქალთამზე მელქაძე, ზინა ბუბუტეიშვილი და ელენე კოხრეიძე.
 
ფოტო გალერეა