პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 03/01/2019 12:00 AM

   ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში პროექტ „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში შეხვედრა შედგა პოეტ ირმა ქურასბედიანთან. საღამოს ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ხელმძღვანელი მარინე მარჯანიშვილი, ქალაქის სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პოეტის პოეზიის მიხედვით შემდგარ შემოქმედებით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კადეტებმა: თამარ რაპოტიხინამ, ლაშა ხარაზიშვილმა, სალომე დავითულიანმა და ლუკა მორჩაძემ (ხელმძღვანელი ია დანელია). ღონისძიების დასრულების შემდეგ ქართული ენის მოყვარულთა კალიგრაფიის საქალაქო კონკურსის და შემოქმედ მოსწავლეთა კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კადეტ ლაშა ხარაზიშვილმა შემოქმედ მოსწავლეთა კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. მას ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დიპლომი გადაეცა.

ფოტო გალერეა