პროექტი - „ჩვენ ერთად ყველაფერს დავძლევთ“ 03/29/2020 12:00 AM

   კადეტებმა დისტანციურ რეჟიმში პროექტის - „ჩვენ ერთად ყველაფერს დავძლევთ“ _ განხორციელება დაიწყეს. პროექტი გულისხმობს დღევანდელობის შესაბამისი სხვადასხვა სტილისა თუ ხასიათის ნახატების შექმნას. კადეტებმა, პროექტის ფარგლებში რამდენიმე ნახატი უკვე შექმნეს. აღსანიშნავია, რომ კადეტი ანა-მარია ქებაძე საკუთარ ნამუშევარს - „ექიმები_ ჩვენი დროის გმირები“, გადასცემს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალს. პროექტი გრძელვადიანია და მის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები ეტაპობრივად გამოქვეყნდება ლიცეუმის გვერდზე. პროექტს ლიცეუმის ხელოვნების პედაგოგი თეა სულაბერიძე ხელმძღვანელობს.

ფოტო გალერეა