პროექტის „ბუნება მბრძანებელია“- ფარგლებში მეორე სასწავლო კურსის მეორე სასწავლო ჯგუფი (დამრიგებელი ელენე კოხრეიძე) იმყოფებოდა ექსკურსიაზე ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში. პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მასში ჩართული არიან საბუნებისმეტყველო საგნებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები. პროექტს ხელმძღვანელობს მასწავლებელი დარეჯან კიკვაძე.