კადეტთა პროექტების პრეზენტაცია 03/05/2021 10:51 AM

ლიცეუმში კადეტების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია და დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
პრეზენტაციას ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, სასწავლო კურსის უფროსები, პედაგოგები და პირველი სასწავლო კურსის კადეტები ესწრებოდნენ.
კადეტებმა პროექტების - „ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნა“ და „ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე“ ფარგლებში შექმნეს ვებ გვერდი და ბლოგები, სადაც მოცემულია მათ მიერ მოძიებული და დამუშავებული როგორც სასკოლო-საგანმანათლებლო, ასევე შემეცნებითი სახის ინფორმაცია. შექმნილი სასწავლო რესურსები გაჯერებულია დოკუმენტური და ფოტო-ვიდეო მასალებით.
კადეტებს პროექტზე მუშაობისას ფასილიტაციას უწევდნენ პედაგოგები ეკა მურუსიძე, თეა ქუთათელაძე და ქეთევან ფესტვენიძე.
შექმნილი ელექტრონული რესურსები შეგიძლია იხილოთ მოცემულ ბმულზე:
https://bit.ly/3e8O4JY
https://bit.ly/2PxMpU7
https://bit.ly/384oe62