პრაქტიკული საველე მეცადინეობა დასრულდა 06/29/2019 12:00 AM

   კადეტებმა პრაქტიკული საველე სწავლება დაასრულეს. ბოლო მეცადინეობა დაეთმო საპატრულო ბაზის მოწყობას. კადეტებს ოცეულის სერჟანტის მოვალეობის შესრულება დაევალათ და ისინი მთელი ღამის განმავლობაში აკონტროლებდნენ საკუთარ პერიმეტრს. მეცადინეობის დასრულების შემდეგ კადეტებმა გაიარეს ტესტირება, რომელიც მათი დაწყებითი სამხედრო მომზადების დონეს ამოწმებს. კადეტის კურსიდან კურსზე გადასასვლელად დაწყებითი სამხედრო მომზადების ტესტირების შედეგები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა საგანმანათლებლო დისციპლინის. იმ შემთხვევაში თუ კადეტი დადგენილ მინიმალურ ბარიერს ვერ გადალახავს მას დაენიშნება საშემოდგომო გამოცდა. პრაქტიკული საველე მეცადინეობა შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა. შეხვედრაზე განხილული იქნა თითოეული სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეები. კადეტებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები სწავლებასთან დაკავშირებით. ღონისძიების დასასრულს კადეტები სხვადასხვა აქტივობაში მიღწეული წარმტებისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. მათ სერტიფიკატები ლიცეუმის დირექტორმა გადასცა და წარმატებები უსურვა. პრაქტიკულ საველე მეცადიონეობას ხელმძღვანელობდა დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი ოთარ ბაბუნაშვილი.

ფოტო გალერეა

ვიდეო