პრაქტიკული საველე მეცადინეობა დასრულდა... 07/02/2018 12:00 AM

   პირველი სასწავლო კურსის კადეტებმა პრაქტიკული საველე სწავლება დაასრულეს. სასწავლო კურსის პირად შემადგენლობასთან სწავლების შეჯამება და განხილვა კადეტთა კლუბში შედგა. ღონისძიებას ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე, საწყისი საბრძოლო მომზადების სამხედრო მოსამსახურეები და კურსის ხელმძღვანელობა ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განხილული იქნა სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ასევე, ისეთი საკითხები როგორიცაა: ლიდერის როლი გუნდური მუშაობის დროს და გუნდური მუშაობის პრინციპები. კადეტებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები სწავლებასთან დაკავშირებით. ღონისძიებას მასტერ სერჟანტი ლევან ჯანგირაშვილი უძღვებოდა. კადეტებს სიტყვით მიმართა ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ. მან საუბრისას აღნიშნა, რომ მომავალში კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი პრაქტიკული საველე მეცადინეობა დაიგეგმება მათთვის. პოლკოვნიკმა კადეტებთან შეხვედრისას წარადგინა სასწავლო კურსის უფროსი კაპიტანი ირაკლი დეისაძე, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან მათი ხელმძღვანელი იქნება. პირად შემადგენლობას, ასევე სიტყვით მიმართა უკვე ყოფილმა კურსის უფროსმა კაპიტანმა გენადი ჯიბლაძემ. დასასრულ კადეტებს, გამოჩენილი შრომისმოყვარეობისა და სამხედრო საქმისადმი განსაკუთრებული ინტერესისათვის გადაცათ სიგელები. ასევე სიგელით დაჯილდოვდა ფრენბურთის გამარჯვებული გუნდის კაპიტანი. კადეტემა ორკვირიანი საველე სწავლება გაიარეს. მათ ამ პერიოდში, გეგმის მიხედვით, ყოველდღიურად შეასრულეს სხვადასხვა სირთულის დავალებები, ისინი პრაქტიკულად იყენებდნენ სამხედრო გაკვეთილზე მიღებულ თეორიულ ცოდნას და გაიარეს ისეთი საკითხები: როგორიცაა: ბრძოლის ველზე გადაადგილების ხერხები, საფარი, შენიღბვა, კომუფლირება, საცეცხლე პოზიციები, ტოპოგრაფია, პატრულირება, და სხვა. პრაქტიკულ საველე სწავლებას ორგანიზებას უწევდა დაწყებითი სამხედრო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი ოთარ ბაბუნაშვილი. მას ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ სწავლების მაღალხარისხიანად და წარმატებულად ჩატარებისათვის მადლობა გადაუხადა.

ფოტო გალერეა