ლიცეუმის დელეგაციის პოლონეთში ვიზიტი 04/12/2022 6:52 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში დღეს დასრულდა.
 
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები მიმდინარეობდა ლიცეუმის პარტნიორი სასწავლებლის პოლონეთის ქ.პოზნანის სავაჭრო სკოლა კომპლექსის ხელმძღვანელობასთან.
 
ლიცეუმის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ სასწავლებლის საგანმანათლებლო სისტემას, განხილულ იქნა ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ერთობლივი სასწავლო-შემეცნებითი და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას.
 
საბოლოოდ, ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი და მასპინძელი სასწავლებლის დირექტორი ბატონი ანდრეი კაჩმარეკი შეთანხმდნენ, რომ პირველ ეტაპზე სასწავლებლებს შორის განხორციელდება გაცვლითი პროგრამები.
მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი უმასპინძლებს პოლონეთის ქ.პოზნანის სავაჭრო სკოლა კომპლექსის მსმენელებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ლიცეუმის სამხედრო-საველე სწავლებებში. მომავალ სასწავლო წელს კი ლიცეუმის კადეტებს ექნებათ შესაძლებლობა ეწვიონ პარტნიორ სასწავლებელს და მონაწილეობა მიიღონ შემეცნებით, საინტერესო და მრავალფეროვან სწავლებებში.
შეხვედრის დასრულოების შემდეგ პოზნანის სავაჭრო სკოლა კომპლექსის მოსწავლეებმა საჩვენებელი სწავლება - სამაშველო ოპერაცია წარმოადგინეს.
 
ბოლო წლებია კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აფართოებს უცხოურ პარტნიორ სასწავლებლებთან თანამშრომლობას.
 
ფოტო გალერეა