პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე 11/12/2019 12:00 AM

   11 ნოემბერი პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეა. ეს დღე ლიცეუმმა ტელეხიდის მეშვეობით მიულოცა მეგობარ სასწავლებელს - პოლონეთის, ქალაქ პოზნანის სავაჭრო-სკოლა კომპლექსს. ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ ამ დღის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის მრავალწლიან ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. კადეტებმა ქართულ-პოლონური ურთიერთობების ისტორიის შესახებ ლამაზი პერფომანსი წარმოადგინეს (ორგანიზატორები ნინო გედენიძე, ინგლისური ენის კათედრა). ლიცეუმის გოგონათა და ვაჟთა ანსამბლებმა ქვეყნების ჰიმნები და სხვადასხვა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ღონისძიებას ლიცეუმის დირექცია, პედაგოგები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სასწავლო კურსის უფროსები და კადეტები ესწრებოდნენ.

ფოტო გალერეა