პოლკოვნიკ დავით რაზმაძის ვიზიტი 04/04/2022 6:51 PM

სპიკერების პროგრამის ფარგლებში ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილე, პოლკოვნიკი დავით რაზმაძე და იუნკერები.

პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ კადეტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების, აკადემიაში ჩარიცხვისა და იმ პერსპექტივების შესახებ, რომელსაც აკადემია სთავაზობს იუნკერებს.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ძირითადად კადეტთა შეკითხვები საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამებსა და დასაქმების საკითხებს შეეხო.

 

ფოტო გალერეა