ფიზიკის კვირეული 04/23/2021 4:30 PM

„ფიზიკა ჩვენს ირგვლივ“ - ამ სახელწოდებით კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ფიზიკის კვირეული გაიმართა. ღონისძიების დასკვნით ეტაპს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექცია, პედაგოგიური პერსონალი, სამხედრო მოსამსახურეები და კადეტები ესწრებოდნენ.

კვირეულში მონაწილეობას პირველი და მეორე სასწავლო კურსის კადეტები ღებულობდნენ. მათ პროექტის ფარგლებში ნანოტექნოლოგიების, შავი ხვრელის, ფარაონის ნათურისა და ნათურის ევოლუციის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია, ჩაატარეს შესაბამისი კვლევები და თავიანთი ნამუშევრები საინტერესო პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს.

ლიცეუმში ფიზიკის კვირეული მასწავლებელ ნინო ახვლედიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა. პროექტის ტექნიკურ მხარე უზრუნველყო მასწავლებელმა ქეთევან ფესტვენიძემ.

ფოტო გალერეა