პირველკურსელთა მშობლებთან ხელშეკრულებები გაფორმდა 08/07/2018 12:00 AM

   დღეს პირველკურსელი კადეტების მშობლებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. მშობლებთან შეხვედრა კადეტთა კლუბში შედგა. თავდაპირველად მათ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკი ივანე კუხიანიძე გაესაუბრა. მან მშობლებს მათი შვილების ხელმძღვანელი, პირველი სასწავლო კურსის უფროსი, კაპიტანი გენადი ჯიბლაძე წარუდგინა. მოგვიანებით ლიცეუმის იურისტმა დავით ლომსიანიძემ მშობლებს ლიცეუმის შინაგანაწესი და ხელშეკრულების პირობები გააცნო. წელს ლიცეუმში 126 მოსწავლე ჩაირიცხა, რომელთაგან 22 გოგონაა. ისინი ლიცეუმში სასწავლო წლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გამოცხადდებიან და გაივლიან საადაპტაციო პერიოდს.

ფოტო გალერეა