პირველკურსელი კადეტების მშობლებთან ხელშეკრულებები გაფორმდა 08/26/2020 12:26 PM

დღეს პირველკურსელი კადეტების მშობლებთან ხელშეკრულებები გაფორმდა.

ხელშეკრულების გაფორმებამდე მშობლებს სიტყვით მიმართა ლიცეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე კუხიანიძემ. მან ყურადღება მშობელთა ჩართულობის პროგრამასა და თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა.

„დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ და ვთანხმდებით, რომ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ჩვენმა კადეტებმა, თქვენმა შვილებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება. ამისათვის, ლიცეუმში ყველა პირობაა შექმნილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, როგორც მატერიალურ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ასევე ადამიანური რესურსებით.
ერთად ვიზრუნოთ, რათა ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ჯანსაღად, კრიტიკულად მოაზროვნე მომავალი თაობა. ერთად აღვზარდოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობასა და კეთილდღეობაზე მზრუნველი, ღირსეული მოქალაქეები”- განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე კუხიანიძემ.

მოგვიანებით ლიცეუმის იურისტმა დავით ლომსიანიძემ მშობლებს მათი ვალდებულებები და ხელშეკრულების პირობები გააცნო.

წელს, ხელშეკრულება 121 ახლად ჩარიცხული კადეტის მშობლებთან გაფორმდა. 

 

ფოტო გალერეა