პირველი სასწავლო კურსის კადეტებისათვის საადაპტაციო პერიოდი დაიწყო 09/01/2019 12:00 AM

   დღეს ლიცეუმში პირველი სასწავლო კურსის კადეტები გამოცხადდნენ. მათ სასწავლო კურსის უფროსი, მაიორი ზურაბ ჭელიძე შეხვდა. მან კადეტებთან შეხვედრისას ყურადღება საადაპტაციო პერიოდსა და ლიცეუმში არსებულ წესებზე გაამახვილა.
ახლადჩარიცხული კადეტები გაივლიან ორკვირიან საადაპტაციო პერიოდს. აღნიშნული პერიოდი არ მოიცავს სასწავლო პროცესს. იგი სრულად დაეთმობა ახალი გარემოს შეგუებას, ლიცეუმში ცხოვრებისა და სამხედრო წესების გაცნობას.

   კადეტებისათვის ლიცეუმში შექმნილია უსაფრთხო, ჯანსაღი და მათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. ისინი უსასყიდლოდ არიან უზრუნველყოფილი საცხოვრებელი პირობებით, კვებით, სამხედრო და სპორტული ინვენტარით, სასწავლო მასალებით, სამედიცინო მომსახურებითა და ჯანმრთელობის დაზღვევით.

ფოტო გალერეა