პირველი ნაკადის დასკვნითი ღონიძიება 07/22/2019 12:00 AM

   რობოტექნიკის ბანაკს მოსწავლეთა პირველი ნაკადი დაემშვიდობა. ბანაკის ბოლო დღეს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების მიხედვით სხვადასხვა მუსიკალური ნომერი და პერფომანსი წარმოადგინეს. ღონისძიებაზე სპორტული ოლიმპიადისა და თამაშის -“რობოტების შეჯიბრი“ გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. მათ კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და ბავშვთა და ახალაგაზრდობის ეროვნული ცენტრისაგან თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. ასევე, სიგელებით დაჯილდოვდნენ საუკეთესო მსროლელი მოსწავლეები.

ფოტო გალერეა

ვიდეო