პეინტბოლის თამაში 06/18/2021 7:47 PM

დღეს პირველი და მეორე სასწავლო კურსის კადეტები ერთმანეთს პეინტბოლის თამაშში შეეჯიბრნენ.

შეიჯიბრი რამდენიმე ეტაპად სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე ერთმანეთს სასწავლო კურსის სასწავლო ჯგუფები დაუპირისპირდნენ. ფინალურ ტურში კი პირველი და მეორე კურსების გამარჯვებული გუნდები შეებრძოლენ.

გამარჯვება მეორე სასწავლო კურსის კადეტთა გუნდმა მოიპოვა. მათ წარმატება ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცა და სიგელებით დააჯიოლდოვა. მან კადეტებს სიტყვით მიმართა და სამხედრო-საველე სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

აღსანიშნავია, რომ კადეტთა გასამხნევებლად თამაშში ლიცეუმის პედაგოგები და სახედრო ინსტრუქტორებიც ჩაერთვნენ.

პეინტბოლის თამაში უზრუნველყო ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფმა.

 

ფოტო გალერეა