ონლაინ შეხვედრა „eTwinning“-ის პროგრამის ფარგლებში 02/12/2018

   დღეს, „eTwinning“-ის პროგრამის ფარგლებში, ლიცეუმის მასწავლებელთა და კადეტთა ონლაინ შეხვედრა შედგა ზაპოროჟიეს (უკრაინა) სამხედრო- სპორტული ლიცეუმის კადეტებთან და მასწავლებლებთან. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და კითხვა-პასუხი რეჟიმში წარიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს I და II სასწავლო კურსის კადეტებმა (ხელმძღვანელები: ეკა მურუსიძე, ბესიკ მაჩიტაძე, იზა ნიკოლაიშვილი). მხარეებმა თავიანთი ქვეყნები საგანმანათლებლო კუთხით გააცნეს ერთმანეთს და დაგეგმეს ერთობლივი აქტივობები. სასწავლებლები უკვე მესამე წელია მეგობრობენ და განხორციელებული აქვთ არაერთი პროექტი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროგრამას „სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinningPlus), რომლის მიზანია ქართველი და ევროპელი მასწავლებლების დამეგობრება, კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. eTwinning-ის ფარგლებში ქართველი მასწავლებელები, მოსწავლეები და მათი მშობლები თანამშრომლებენ ევროპელ კოლეგებთან, რათა ერთობლივად დაგეგმონ საგანმანათლებლო პროექტები. ეს პროგრამა არის ყველაზე ცოცხალი, საინტერესო და საგანმანათლებლო ქსელი. აღსანიშნავია, რომ „eTwinning”-ის პორტალზე დარეგისტრირებულია ლიცეუმის 12 მასწავლებელი.

ფოტო გალერეა