ონლაინ შეხვედრა ზაპოროჟიეს სამხედრო ლიცეუმთან 03/11/2021 6:54 PM

დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს სამხედრო-სპორტულ ლიცეუმს-“ზახისტნიკს“ შორის ონლაინ შეხვედრა შედგა.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა ეკა მურუსიძე, უკრაინის მხრიდან კი ნატალია გოლუბევა.

სასწავლებლების კადეტებმა ერთმანეთს პრეზენტაციის ფორმატში გააცნეს თავიანთი ქვეყნები, ქალაქები და ლიცეუმები.

პროექტის ფარგლებში კადეტები ჩაერთვნენ მრავალფეროვან სასწავლო აქტივობებში, ინგლისურენოვან ქვიზებსა და ონლაინ სასწავლო თამაშში- “Kahoot”. ვიზუალური მასალებით გამდიდრებული თამაში ხელს უწყობს კადეტთა ინგლისური ენის უნარების განვითარებას. პირველი ადგილი  თამაშში- “Kahoot” ქართველმა კადეტმა მარიამ გურულმა, ხოლო ქვიზებში  უკრაინელმა კადეტმა დანილო მელნიკმა დაიკავა.

ონლაინ შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თანამშრომლობის საიუბილეო თარიღი. სასწავლებლები უკვე ხუთი წელია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ახორციელებენ ერთობლივ პროექტებსა და სწავლებებს.

ერთობლივ პროექტში ჩართული იყო კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირველი და მეორე  სასწავლო კურსების 15 კადეტი (https://bit.ly/3bDU1Ne). პროექტზე მუშაობდნენ პედაგოგები: ეკა მურუსიძე, ფიქრია ცერცვაძე, იზაბელა კილასონია და ბესიკ მაჩიტაძე.