ონლაინ შეხვედრა აშშ-ს ნიუ მექსიკოს სამხედრო ინსტიტუტთან 04/21/2022 3:55 PM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და აშშ-ს ნიუმექსიკოს სამხედრო სასწავლებელს შორის ონლაინ შეხვედრა შედგა.
 
დისტანციურ შეხვედრას უძღვებოდნენ ლიცეუმის საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი ანა კობახიძე და ნიუ მექსიკოს სამხედრო ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი კრისტინა სტარკი. მხარეებმა ერთმანეთს სასწავლებლები წარუდგინეს, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
 
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი გეგმავს ნიუ მექსიკოს სამხედრო ინსტიტუტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას ერთობლივი სასწავლო-შემეცნებითი და გაცვლითი პროგრამების განხორციელების მიზნით.
 
ფოტო გალერეა