ონლაინ პროექტი 11/19/2021 4:39 PM

კადეტეთა სამხედრო ლიცეუმის მეორე კურსის პირველი და მეოთხე ჯგუფის კადეტებმა მონაწილეობა მიიღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში. აქტივობა უნივერსისტეტის პროექტის - „English Speaking Club“-ის ფარგლებში დისტანციურ რეჟიმში განხორციელდა.
 
შეხვედრაზე კადეტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ლიცეუმის შესახებ ინგლისურ ენაზე. ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სტუდენტებს ლიცეუმის ინფრასტრუქტურის, სასწავლო პროცესის და სხვა დამატებითი საქმიანობების შესახებ, რაც ლიცეუმში ხორციელდება. კადეტების პრეზენტაციებმა დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში, პრეზენტაციის ბოლოს დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
 
პროექტში მონაწილე კადეტები გახდნენ უნივერსიტეტის English Speaking Club - ის წევრები. ისინი აქტიურად იქნებიან ჩართული კლუბის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში.
 
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში პროექტს ორგანიზებას უწევს ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო ოყრეშიძე.
 
კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული არის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება ერთობლივი პროექტები სხვადასხვა სასწავლო დისციპლინების მიხედვით.