ოლიმპიადის გამარჯვებულის დაჯილდოება 01/18/2022 3:31 PM

ლიცეუმის კურსდამთავრებული თორნიკე კოპალიანი გეოგრაფიის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია. მან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაგან 1000 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის, აქსესუარებისა და სმარტფონების სასაჩუქრე ბარათი და დიპლომი მიიღო.


კურსდამთავრებულ თორნიკე კოპალიანს დამსახურებული ჯილდო ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა პირადად გადასცა და მიღწეული წარმატება მიულოცა როგორც თორნიკე კოპალიანს, ასევე, მის მასწავლებელ მურმან სურმავას.


„მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო მსგავსი პროექტებით მოსწავლეთა მოტივაციას ზრდის. მე ამაყი ვარ, რომ ლიცეუმის კადეტები ყოველთვის მოწინავე ადგილზე არიან საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ოლიმპიადებში, კონფერენციებსა თუ კონკურსებში. რა თქმა უნდა, მათ წარამტებაში დიდი წვლილი მასწავლებლებს მიუძღვით, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს“- აღნიშნა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა.

 

ფოტო გალერეა