ნორჩ ჟურნალისტთა კონკურსი 04/22/2019 12:00 AM

   ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ნორჩ ჟურნალისტთა კონკურსი ჩატარდა. მასში ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ კადეტები მარიამ კობერიძე და ანი ონიანი. მოსწავლეები სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები გახდნენ. კადეტმა ანი ონიანმა კონკურსის გამარჯვებულის და ნორჩი ჟურნალისტის ტიტული მოიპოვა. მარიამ კობერიძე კი გამარჯვებული გახდა ნომინაციაში - “საუკეთესო სათაური“ . გამარჯვებული მოსწავლეები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელმა მარინე მარჯანიშვილმა დიპლომებითა და წიგნებით დაასაჩუქრა. კადეტებს ფასილიტაციას უწევდნენ პედაგოგები: ნინო დანგაძე და სოფიკო ცხელიშვილი.

ფოტო გალერეა