ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი სტუმრად ლიცეუმში 12/04/2019 12:00 AM

   ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდა ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი. პოლკოვნიკი კადეტებს შეხვდა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსის შესახებ ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება კი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს დაეთმო. თემის აქტუალობიდან გამომდინარე ინტერაქტიული ხასიათის შეხვედრა დაგეგმილ დროზე მეტხანს გაგრძელდა. საკითხის მიმართ კადეტთა ინფორმირებულობამ და მათ მიერ დასმულმა შეკითხვებმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სტუმარზე. დასასრულს კადეტებს სიტყვით ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ მიმართა. „მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ რანგის სტუმრების ვიზიტი ლიცეუმში, რათა უფრო მეტი ვიცოდეთ ამ ორგანიზაციის შესახებ, ვერკვეოდეთ თუ როგორ ხდება ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღება, რა ღონისძიებები ხორციელდება ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისათვის. არ შემიძლია არ აღვნიშნო ქართველი სამხედროების როლი ამ პროცესში, რომლებიც სისხლის ფასად იცავენ ქვეყნის კეთილდღეობას“- აღნიშნა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ.

ფოტო გალერეა