მხატვრული კითხვის კონკურსი 11/20/2018 12:00 AM

   ქუთაისში მხატვრული კითხვის საქალაქო კონკურსი -,,ვკითხულობთ გალაკტიონს“ გაიმართა, რომელშიც ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების სამოცდაათამდე მოსწავლე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ კადეტები: ლაშა ხარაზიშვილი, მამუკა ხოტივარი და დაჩი ბოგვერაძე. კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა კადეტმა ლაშა ხარაზიშვილმა, რომელსაც გადაეცა დიპლომი და წიგნი. კადეტმა მამუკა ხოტივარმა კი ჟიურის სიმპატია დააიმსახურა და მიღწეული წარმატებისათვის სიგელით დაჯილდოვდა. კადეტებს ფასილიტაციას უწევდნენ პედაგოგები: ნინო დანგაძე და ია დანელია. კონკურსი, რომელიც ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიერ ტარდება, ტრადიციულ ხასიათს ატარებს.

ფოტო გალერეა