მთავარი სერჟანტის თანამდებობის გადაბარების ცერემონიალი 08/16/2018 12:00 AM

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მთავარი სერჟანტის თანამდებობის გადაბარების ცერემონიალი გაიმართა. მთავარმა სერჟანტმა იაკობ მარუაშვილმა მთავარ სერჟანტ ავთანდილ ახვლედიანს ლიცეუმის დროშა საზეიმოდ გადასცა. ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებულ ძალებში სერჟანტის როლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სერჟანტი შეიარაღებული ძალების ხერხემალია, ჯარისკაცებსა და ოფიცრებს შორის დამაკავშირებელი რგოლი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ მადლობა გადაუხადა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობას ამ ინიციატივისთვის, რომელიც დღეიდან ტრადიციად დამკვიდრდება. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტი, მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, ქვედანაყოფების მეთაურები, სერჟანტები, ასევე ლიცეუმისა და რობოტექნიკის ბანაკის პირადი შემადგენლობა დაესწრო.

ფოტო გალერეა