მშობლებთან ხელშეკრულებები გაფორმდა 08/06/2019 12:00 AM

   პირველკურსელ კადეტთა მშობლებთან ხელშეკრულებები გაფორმდა მშობლებთან შეხვედრა კადეტთა კლუბში შედგა. თავდაპირველად მათ ლიცეუმის დირექტორის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკი ივანე კუხიანიძე შეხვდა. მან მშობლებთან შეხვედრისას ყურადღება ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა. მოგვიანებით ლიცეუმის იურისტმა დავით ლომსიანიძემ მათ ლიცეუმის შინაგანაწესი და ხელშეკრულების პირობები გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პირველი სასწავლო კურსის უფროსი, მაიორი ზურაბ ჭელიძე, რომელმაც კადეტთა საადაპტაციო პერიოდზე და ზოგად წესებზე ისაუბრა. დღესვე პირველკურსელმა კადეტებმა სამხედრო ფორმები მოირგეს. მათ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი უზრუნველყოფს სწავლებისა და ცხოვრებისათვის ყველა საჭირო რესურსით. წელს ლიცეუმში 125 მოსწავლე ჩაირიცხა, რომელთაგან 25გოგონაა. ისინი ლიცეუმში სასწავლო წლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გამოცხადდებიან და გაივლიან საადაპტაციო პერიოდს.

ფოტო გალერეა