მშობლებთან შეხვედრა 05/11/2018 12:00 AM

   დღეს, ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე პირველი სასწავლო კურსის კადეტთა მშობლებს შეხვდა. მათ ბატონმა შალვამ კადეტთა აკადემიური მოსწრების, ფიზიკური მომზადებისა და დისციპლინის ზოგადი სტატისტიკა გააცნო. მან ასევე განიხილა სამომავლო გეგმები და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. შეხვედრას ლიცეუმის დირექცია, პირველი სასწავლო კურსის ხელმძღვანელობა და სასწავლო ჯგუფების დამრიგებლები ესწრებოდნენ.

ფოტო გალერეა