დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე მეორე სასწავლო კურსის კადეტთა მშობლებს შეხვდა და 2017-2018 სასწავლო წლის შედეგები შეაჯამა. მან მშობლებს კადეტთა აკადემიური მოსწრების, ფიზიკური მომზადებისა და დისციპლინის ზოგადი სტატისტიკა გააცნო, ასვე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე.