მშობელთა კრება 12/10/2021 7:11 PM

დღეს მეორე სასწავლო კურსის კადეტთა მშობლებთან შეხვედრა შედგა.

მშობლებთან შეხვედრას ლიცეუმის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ქალბატონი მაია გაბუნია, დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში ვიცე-პოლკოვნიკი ივანე კუხიანიძე, მეორე სასწავლო კურსის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი როინ მაჭარაშვილი, კურსის ოფიცერი მაიორი ბერდია მუშკუდიანი და სასწავლო ჯგუფების დამრიგებლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ძირითადი თემა 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების მიმოხილვა იყო. ლიცეუმის წარმომადგენლებმა მშობელთა ჩართულობისა და აქტიურ კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სასწავლო ჯგუფების დამრიგებლებმა მშობლებს ინდივიდუალურად მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარი შვილის აკადემიური მდგომარეობის, დისციპლინისა და ფიზიკური მომზადების დონის შესახებ.

ლიცეუმში ყოველ სასწავლო კურსს სასწავლო კურსის უფროსთან და ოფიცერთან ერთად ჰყავს, დამრიგებელი, სასწავლო ჯგუფის ინსტრუქტორი და აღმზრდელი. მათ გარდა ყოველდღიური კომუნიკაციისა, ყოველ სასწავლო კვირის დასასრულს აქვთ სამუშაო შეხვედრა, სადაც განიხილავენ თითოეული კადეტის ე.წ. პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს კადეტის ყველანაირი მდგომარეობის შეფასებას, რაც თან ახლავს ლიცეუმში სწავლასა და ცხოვრებას. გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად ხდება კომუნიკაცია მშობელთან. სამუშაო შეხვედრებში მუდმივად არის ჩართული ფსიქოლოგი.

ფოტო გალერეა