მოსწავლეთა ვიზიტი 05/08/2019 12:00 AM

   ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ ქუთაისის 32-ე სკოლის მოსწავლეები. სტუმრებს ლიცეუმის პრეზენტაცია მესამე სასწავლო კურსის კადეტებმა ანი სილაგაძემ და ნუგზარ ქვარიანმა წარუდგინეს. მოსწავლეები გაეცნენ ლიცეუმში მიღების, ცხოვრებისა და სწავლების პირობებს, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო კითხვებზე. შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს ლიცეუმის ინფრასტრუქტურა.

ფოტო გალერეა