მოსწავლეთა ვიზიტი 12/14/2017

   დღეს ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ სამტრედიის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეები. კადეტებმა მარიამ კობერიძემ და ოთარ კუხიანიძემ სტუმრებს ლიცეუმის პრეზენტაცია წარუდგინეს. მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ლიცეუმში მიღების, სწავლებისა და ცხოვრების პირობების შესახებ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიზიტორებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ფოტო გალერეა