მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა 04/22/2019 12:00 AM

   დღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში ,,მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა 2019“-ის პირველი ტური გაიმართა. მასში ქუთაისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ანსამბლი ,,კადეტები“. ანსამბლი “კადეტები“ ჟიურის წინაშე ორი ხალხური სიმღერით “შარა-შარა, შუკა-შუკა“ და “მახარია“ წარსდგა. კადეტებმა ჟიურის მოწონება და ფინალურ ტურში მონაწილეობის უფლება დაიმსახურეს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ანსამბლი ,,კადეტები“ უკვე რამდენიმე წელია მოსწავლეთა შემოქმედებით ოლიმპიადაში მონაწილეობს და ოლიმპიადის გამარჯვებულის ტიტულს და ფულად პრიზს იმსახურებს. ანსამბლს ხელმძღვანელობს ლიცეუმის მუსიკის პედაგოგი ნინო გედენიძე. სასწავლო შემოქმედებითი ოლიმპიადა, რომელიც ქუთაისის მერიის ორგანიზებით ტარდება, ორ ეტაპს მოიცავს - შესარჩევსა და ფინალურს. ოლიმპიადის მიზანია ახალგაზრდებში ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაცია და მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა.

ფოტო გალერეა