მოსწავლეთა რეგისტრაცია 06/18/2018 12:00 AM

   დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2018-2019 სასწავლო წლისათვის მისაღებ მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო და 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპისათვის, ლიცეუმში ჩარიცხვის სურვილი 15-მა მოსწავლემ დააფიქსირა. მოსწავლეებს კადეტის სტატუსის მისაღებად რამდენიმე ეტაპი აქვთ გადასალახი. რეგისტრაციის შემდგომ, მათ უნდა გაიარონ ფიზიკური ტესტი, რომელიც მოიცავს სირბილს 60 მ დისტანციაზე, ღერძზე მიზიდვასა და სირბილს 2000 მ დსიტანციაზე. 7 და 8 ივლისს კი, აპლიკანტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილ, მათემატიკისა და ზოგადი უნარების ტესტებს დაწერენ. საბოლოოდ, ტესტირების შედეგების მიხედვით ჩასარიცხად შერჩეული კანდიდატები, სამედიცინო შემოწმებას გაივლიან ქ. გორში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში. ლიცეუმში ჩარიცხულ მოსწავლეთა ვინაობა ცნობილი 6 აგვისტოს გახდება.

ფოტო გალერეა