კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2020-2021 სასწავლო წლისათვის 06/01/2020 4:45 PM

სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2020-2021 სასწავლო წლისათვის.

ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.

საბუთების მიღება იწარმოებს ლიცეუმში 2020 წლის 22 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით. ყოველდღიურად გარდა კვირა დღისა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი: ქ. ქუთაისი ავტომშენებლის №51

საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე ასევე, ერთ-ერთი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
წარმოსადგენი საბუთები:

1.მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება მოსწავლის მიღების შესახებ;
2.მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი;
3.მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი;
4.მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი და ასლი;
5.ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #100);
6.ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ;
7.მონაცემები მოსწავლის წლიური (IXკლასი) შეფასების შესახებ და დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან;
8.მოსწავლის ავტობიოგრაფია;
9.ფერადი სურათი 3/4-ზე (2 ცალი).


გაითვალისწინეთ: რეგისტრაციაზე გამოცხადებულმა პირებმა უნდა დაიცვათ ქვეყანაში არსებული რეგულაციების წესები- აუცილებელია იქონიოთ პირბადე და ხელთათმანი.

რეგისტრირებულ მოსწავლეს ჩასაბარებელი ექნება მათემატიკისა და ზოგადი უნარების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) ტესტები. გამოცდების თარიღები და ჩატარების ადგილები გამოქვეყნდება მოგვიანებით.