მოსწავლეთა მიღება 06/17/2019 12:00 AM

   დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2019-2020 სასწავლო წლისათვის მისაღებ მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო და 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მოსწავლეებს კადეტის სტატუსის მისაღებად რამდენიმე ეტაპი აქვთ გადასალახი. რეგისტრაციის შემდგომ, მათ უნდა გაიარონ ფიზიკური ტესტი, რომელიც მოიცავს სირბილს 60 მ დისტანციაზე, ღერძზე მიზიდვასა და სირბილს 2000 მ დისტანციაზე. 6 და 7 ივლისს კი, მოსწავლეები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილ, მათემატიკისა და ზოგადი უნარების ტესტებს დაწერენ. საბოლოოდ, ტესტირების შედეგების მიხედვით ჩასარიცხად შერჩეული კანდიდატები სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. ლიცეუმში ჩარიცხულ მოსწავლეთა ვინაობა ცნობილი 5 აგვისტოს გახდება. 2019-2020 სასწავლო წლისათვის ლიცეუმში 101 ვაჟისა და 25 გოგონას მიღება იგეგმება.

ფოტო გალერეა