მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია 05/14/2018 12:00 AM

   2018 წლის 12 მაისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის დასკვნითი ეტაპი და დაჯილდოება. მასში მონაწილეობას ღებულობდა 14 კადეტი, რომლებმაც სხვადასხვა სექციებში წარმატებით გაიარეს ადგილობრივი, საქალაქო და ზონალური ტურები. კადეტები თამთა ჩხენკელი, მარიამ ლილუაშვილი და ნანა დიხამინჯია საერთაშორისო ურთიერთობების სექციაში წარდგენილი თემისათვის ,,გენდერი შეიარაღებულ ძალებში“ (თემის ხელმძღვანელი: პედაგოგი ქალთამზე მელქაძე) დაჯილდოვდნენ I ხარისხის დიპლომებით. საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას ატარებს ყოველწლიურად, რათა მოხდეს მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და მეცნიერული კვლევის, ანალიტიკური უნარის გამოვლენა, თვითგამოხატვისა და საკუთარი ნააზრევის წარმოჩენა.

ფოტო გალერეა