ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეები. სტუმრებს ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ ივანე კუხიანიძემ და კადეტებმა: ნუგზარ ქვარიანმა და სალომე დავითულიანმა ლიცეუმის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს. მოგვიანებით კი მათ შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.