მოსწავლეები სტუმრად ლიცეუმში 12/27/2018 12:00 AM

  ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ ხარაგაულის სოფელ ბორის და თერჯოლის სოფელ ჩხარის საჯარო სკოლების მოსწავლეები. სტუმრებს მესამე სასწავლო კურსის კადეტებმა ანი სილაგაძემ და ნუგზარ ქვარიანმა ლიცეუმში მიღების, სწავლებისა და ცხოვრების პირობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ფოტო გალერეა