მოსწავლეები სტუმრად ლიცეუმში 12/13/2018 12:00 AM

   ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები. მათ მეგზურობა დაწყებითი სამხედრო მომზადების ცენტრის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა ოთარ ბაბუნაშვილმა და მეორე სასწავლო კურსის კადეტებმა ეთერ ბახტურიძემ და ნიკოლოზ ზაზიაშვილმა გაუწიეს. მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი დაწყებითი სამხედრო მომზადების ცენტრმა და რობოტექნიკის ლაბორატორიამ გამოიწვია.

ფოტო გალერეა