მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი 12/03/2018 3:23 PM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირველი სასწავლო კურსის კადეტი თამარ დეკანოიძე მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის -,,ლეონარდო და ვინჩი“ II ადგილის მფლობელი გახდა. ის კონკურსში ქ. საჩხერის იალია ჭავჭავაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ელენე თაბაგართან და ნინო მაკასარაშვილთან ერთად მონაწილეობდა. მათ საკონკურსოდ ერთობლივი პროექტი ,,კვების პროდუქტები მენიუ კალორიებით - ერთი ნაბიჯი ჯანსაღი ცხოვრებისაკენ“ წარადგინეს და ისინი მეორე ადგილისა და 3000 ლარის მფლობელები გახდნენ.
   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში სულ 38 პროექტი იყო წარდგენილი, რომელთაგან ჟიურის გადაწყვეტილებით ფინალურ ტურში მხოლოდ 18 პროექტი გადავიდა.
   კონკურსი უკვე მერვე წელია რაც ტარდება და მასში მონაწილეობა საქართველოს VII-XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. კონკურსის მიზანია ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება, მათში შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

ფოტო გალერეა