მოსწავლეთა მიღების შესახებ 03/01/2021 8:53 AM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველ მოსწავლეთა და მათ მშობელთა საყურადღებოდ !!!
2021-2022 სასწავლო წლისათვის ლიცეუმი განახორციელებს მოსწავლეთა მიღებას. მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2021 წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.
ლიცეუმში ჩასარიცხად მოსწავლემ უნდა გაიაროს შემდეგი საფეხურები:
რეგისტრაცია
გამოცდები: ზოგადი უნარები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) და მათემატიკა
სამედიცინო შემოწმება
რეგისტრაციისა და გამოცდის თარიღები, ასევე მათი ჩატარების ფორმა ცნობილი იქნება 2021 წლის ივნისის დასაწყისში. ინფორმაცია გამოქვეყნდება ლიცეუმის ოფიციალურ გვერდზე.
მოსწავლეთა მიღების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/37RuGgz
ლიცეუმის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ, როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ასევე საქართველოში მოქმედ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.