მისაღები გამოცდების მეორე ეტაპი 07/08/2018 12:00 AM

   დღეს ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველმა მოსწავლეებმა მათემატიკის გამოცდა ჩააბარეს. ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, შესაბამისი პროცედურების დაცვით, თბილისსა და ქუთაისში ჩატარდა. მასში მონაწილეობა რეგისტრირებულმა 483-მა მოსწავლემ მიიღო. ისინი რამდენიმე სექტორში იყვნენ გადანაწილებულები. მათ 15 საკითხისაგან შემდგარ ტესტზე სამუშაოდ ორი საათი ჰქონდათ განკუთვნილი. პირველიდან მეთორმეტე ამოცანის ჩათვლით ყოველი ამოცანის პირობას თან ახლდა 5 სავარაუდო პასუხი. ეს ამოცანები ფასდება 2 ან 0 ქულით. ბოლო სამი დავალება კი ღია კითხვებისაგან შედგება, მოსწავლეებმა შეფასების მისაღებად მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ ამოცანის ამოხსნის გზა. თითოეული ამ ამოცანის მაქსიმალური ქულა კი არის 4. მოსწავლემ სწორი პასუხები უნდა გადაიტანოს პასუხების ფურცელზე, რადგანაც მხოლოდ პასუხების ფურცელი სწორდება. კონკურსანტთა ნაშრომებს კოდები აქვთ მინიჭებული, იმისათვის, რომ გამსწორებლისათვის მათი ვინაობა უცნობი იყოს. მოსწავლეები 14 ივლისს ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ.

ფოტო გალერეა