მისაღები გამოცდების ჩატარების თარიღები
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მისაღებ გამოცდებში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები, რომლებიც დადგენილ ვადაში გაივლიან რეგისტრაციას.
გამოცდები ჩატარდება 7 და 8 ივლისს თბილისსა და ქუთაისში. აპლიკანტი თავად შეარჩევს მისთვის სასურველ საგამოცდო ადგილს. გამოცდებთან დაკავშირებით მოსწავლეები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ რეგისტრაციისას.
მათემატიკის გამოცდა - 07.07.2020
ზოგადი უნარების გამოცდა - 08.07.2020
საგამოცდო ტესტების ნიმუშები გამოქვეყნდება გამოცდებამდე ათი დღით ადრე ლიცეუმის ვებ გვერდზე.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2020-2021 სასწავლო წლისათვის გათვალისწინებულია 121 მოსწავლის მიღება.