მისაღები გამოცდების შედეგები 07/16/2018 12:00 AM

   გთავაზობთ ფიზიკური, მათემატიკისა და ზოგადი უნარების გამოცდების შედეგებს. გაითვალისწინეთ, ბმულზე მოცემულია მათემატიკისა და ზოგადი უნარების ტესტირების პირველადი შედეგები.

ტესტირების შედეგების გასაჩივრება კონკურსანტს ორი დღის განმავლობაში შეეძლება.
სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 17 და 18 ივლისს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, თბილისსა და ქუთაისში შემდეგ მისამართებზე:
-ქ.ქუთაისის №41 ფიზკა-მათემატიკური სკოლა (მისამრთი: ქუთაისი, რუსთაველის 127);
-შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მისამართი: თბილისი, მინდელის 9)

აპელაციის დასრულების შემდეგ, 21 ივლისს გამოქვეყნდება მოსწავლეთა შედეგების რეიტინგული სია და ლიცეუმში ჩასარიცხად შერჩეულ მოსწავლეთა სია.
ჩასარიცხად შერჩეულმა მოსწავლეებმა უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება ქ. გორში მდებარე გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში. ჩარიცხვის კანდიდატებს დაუკავშირდებიან და სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე სამედიცინო შემოწმების შედეგად მიიღებს უარყოფით პასუხს, ის ავტომატურად ეთიშება კონკურსს და მას ჩაიენაცვლება შესაბამისი რიგითობის დაცვით რეიტინგული სიაში არსებული მოსწავლე.

კადეტთა ლიცეუმში მისაღები გამოცდების - პირველადი შედეგები

ფიზიკური მომზადების ტესტის შედეგი