მისაღები გამოცდები 07/09/2022 10:47 AM

ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველი მოსწავლეები გამოცდებს აბარებენ.
 
გამოცდები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში ტარდება.
 
დღეს ისინი მათემატიკის გამოცდას, ხოლო 10 ივლისს ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ.
 
გამოცდების შედეგების მიხედვით ჩასარიცხად შერჩეულ მოსწავლეებს კადეტის სტატუსის მისაღებად კიდევ ერთი საფეხურის-სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევთ.