2022 წლის მისაღები გამოცდები 07/07/2022 11:41 AM

2022-2023 სასწავლო წლისათვის ჩასარიცხ მოსწავლეთა რეგისტრაცია დასრულდა.

რეგისტრირებული მოსწავლეები 9 და 10 ივლისს მათემატიკისა და ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ. გამოცდები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდება 09:00 საათზე შემდეგ მისამართებზე:

ქ.ქუთაისი, რუსთაველის 127 - ანდრია რაზმაძის სახელობის №41 საშუალო სკოლა.
ქ.თბილისი, ვარდისუბნის №8 - №133 საშუალო სკოლა.

წელს ლიცეუმში ჩასარიცხად, რეგისტრირებულ მოსწავლეთაგან გამოცდებისა და სამედიცინო შემოწმების შედეგად, 122 მოსწავლე შეირჩევა. მოსწავლეთა შერჩევა განხორციელდება გამოცდების შედეგების საერთო რეიტინგული სიის მიხედვით, მათ შორის, 98 ვაჟი და 24 გოგონა. იმ შემთხვევაში თუ საერთო რეიტინგული სიის 122 მოსწავლეთაგან გოგონათა კვოტა ვერ შეივსება, მათი რაოდენობა შეივსება მოსწავლე ვაჟებით.