მეუფის ვიზიტი ლიცეუმში 04/03/2022 6:40 PM

ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი.
 
ქუთათელ-გაენათელი იოანე სამივე სასწავლო კურსის კადეტებს შეხვდა. კადეტებთან შეხვედრისას ისაუბრა ქრისტიანული ანთროპოლოგიის, ადამიანის არსის, თავისუფალი ნების, პასუხისმგებლობისა და მოვალეობების შესახებ. ლექციის დასრულების შემდეგ კი კადეტთა შეკითხვებს უპასუხა.
 
შეხვედრა ლიცეუმის კაპელანის დავით იობიძის ინიციატივით დაიგეგმა.
 
ფოტო გალერეა