მეუფის ვიზიტი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 06/04/2021 12:34 PM

დღეს ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე.

მეუფე ლიცეუმის ხელმძღვანელობასა და კადეტებს შეხვდა. გაეცნო ლიცეუმის სასწავლო გარემოსა და ლიცეუმში მიმდინარე პროცესებს. მან სასწავლებლის გამორჩეულობას გაუსვა ხაზი.

"გამორჩეული ლიცეუმი მოვინახულე. სასწავლებელი, რომელიც მოქალაქეებს სამშობლოს სიყვარულით ზრდის. ადგილი, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, წესრიგს და ჯანსაღი ცხოვრების წესს. წარმატებებს ვუსურვებ, იმ საამაყო საქმეში, რომელსაც ლიცეუმი ახორციელებს". - აღნიშნა მეუფემ.

მეუფის სტუმრობა ლიცეუმის ინფრასტრუქტურის დათვალიერებით დასრულდა.

მეუფე იოანეს სტუმრობა ლიცეუმის კაპელანის, დავით იობიძის ინიციატივით დაიგეგმა.