მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე 02/11/2022 11:22 AM

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა,  პარტნიორ სასწავლებლებთან ერთად, ერთობლივი ონლაინ პროექტი განახორციელა.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმთან ერთად პროექტში მონაწილეობა მიიღო: უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს სამხედრო ლიცეუმმა- „ზახისტნიკი“, უკრაინის ქალაქ  ლვოვის სამხედრო ლიცეუმმა და პოლონეთის სავაჭრო სკოლა კომპლექსმა.

პროექტის მონაწილეები ზუმის ონლაინ პლატფორმის მეშვეობით ერთ სივრცეში შეიკრიბნენ და თავიანთი ქვეყნების მეცნიერ ქალთა შესახებ საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.  შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მსოფლიოს მეცნიერ ქალთა შესახებ შედგენილი ქვიზები ამოხსნეს.

პროექტი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტის ანა კობახიძის ინიციატივით განხორციელდა.

მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე გაეროს ეგიდით 2015 წლიდან  აღინიშნება.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე:https://bit.ly/3uXqQz9