მეთოდური სწავლება 07/23/2021 10:06 AM

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სერჟანტ-კაპრალთა შემადგენლობამ მეთოდური სწავლება გაიარა.
 
სწავლება კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასწავლო პროგრამა მოიცავდა ისეთ თემებს როგორიცაა: ბავშთა უფლებათა კოდექსი, არასრულწლოვანთა ფსიქოლოგია და მათთან მუშაობის პრინციპები, ლიდერობა, თავდაცვითი ოპერაციები, თავდასხმა და სხვა მნიშვნელოვანი თემები.
 
მეთოდურ სწავლებას ხელმძღვანელობდა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ვიცე-პოლკოვნიკი ივანე კუხიანიძე.
 
ფოტო გალერეა